Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან შორს მივდივარ...“ – მაია ასათიანმა ქვეყანა დატოვა – ნახეთ რა გახდა ამის მიზეზი

© Facebook / TV Show Profileმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს ძალიან აქტიურია. ჟურნალისტი სახლში გატარებულ დროს ფაქტობრივად დეტალურად აქვეყნებს. მისი დილის დაწყება და საღამოს დასასრული ყველამ იცის...

მაია ასათიანს სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე აბულინგებდნენ. ამის შესახებ ტელესახემ საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა, თუმცა – უშედეგოდ. მისი მისამართით უმიზეზო ჩაგვრა-დამცირება არ წყდებოდა. მის სატელევიზიო იმიჯს უამრავი ადამიანი განიხილავდა, ხოლო მაიას მიერ დასმული კითხვებით მემებს აკეთებდნენ და ვირტუალურ სივრცეში გაბოროტებული კომენტარები არ წყდებოდა.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

ყველაფერი იმ პერიოდში ჩაწყნარდა, როდესაც მაია ასათიანის ერთადერთი ქალიშვილის ავადმყოფობის შესახებ ცნობილმა სახეებმა ინფორმაცია გაავრცელეს. ტელეწამყვანის ქალიშვილი საფრანგეთში სწავლობდა. დედისგან შორს მყოფი გოგონა ჟურნალისტს შორიდან ამხნევებდა და მაიას მოტივატორი იყო. სამწუხაროდ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში ულამაზესი ნუცა დანებდა... მაია ასათიანმა სახლში შვილის ფოტოების ნაცვლად უთბილესი ნახატები ჩამოკიდა. ნახატებზე ნუცა და მისი ციმბირული ჰასკი „დუდი“ არიან აღბეჭდილი. ნახატის ავტორი ცნობილი მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მაია ასათიანმა „დუდი“ ნუცას უყიდა. ციმბირული ჰასკი დღესაც მოუთმენლად ელოდება ნუცას. სოციალურ ქსელში ამ ფაქტმა უამრავ ადამიანს აუჩუყა გული. მაია ასათიანმა თავად გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო. ვიდეოზე ჟურნალისტი „დუდის“ მოუწოდებს, რომ ნუცას არ დაელოდოს, რადგან ნუცა აღარაა, მაგრამ უშედეგოდ. „დუდი“ კარს არ შორდება. „დუდის“ გარდა მაიას კიდევ ორი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს, რომლებიც ბოლო დროს ძალიან პოპულარულები გახდნენ მისი Instagram-ის „სთორის“ დამსახურებით.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

პოპულარულ ჟურნალისტს უამრავი ადამიანი უდგას მხარში. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს. მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებენ. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვა, ხოლო ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა Instagram-ის „სთორიში“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას სთხოვს, კეთილი მგზავრობა უსურვონ, რადგან ძალიან შორს მიდის. ირკვევა, რომ ტელეწამყვანი ქვეყნიდან იმიტომ მიდის, რომ არ უნდა შვილის წლისთავი საქართველოში გაატაროს, ასეთ დროს ურჩევნია საკუთარ თავთან მარტო დარჩეს. „კეთილი მგზავრობა მისურვეთ ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, მერე მოგიყვებით სად და როგორ. ჩემს ოცნებაში მივდივარ, 16 საათი უნდა ვიფრინო. რეალურად კი, ჩემი შვილის წლისთავია, ასეთ დროს მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და საკუთარ თავთან მარტო ვრჩები“, – ამბობს მაია ასათიანი. მოგვიანებით ტელეწამყვანმა ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, საიდანაც შეიძლება ვარაუდი, რომ ის ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე ჩაფრინდა.

ყველა ახალი ამბავი
0