„გვემუქრებიან": ამერიკული კომპანიის ყოფილი თანამშრომლები აქციას განაგრძობენ

© Sputnik / Natia Kvartskhava„ფრონტერას" ყოფილი თანამშრომლების აქცია
„ფრონტერას ყოფილი თანამშრომლების აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქციის მონაწილეები აქციების გამართვას მანამდე აპირებენ, სანამ კომპანია პირობებს არ შეასრულებს

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ამერიკული ნავთობ-კომპანია Frontera-ს ყოფილი თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში კვლავ მოაწყვეს საპროტესტო აქცია.

ყოფილი თანამშრომლები კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ, რომელიც დედოფლისწყაროში მდებარეობს და არ ატარებენ ნავთობის გადამზიდ სატვირთო ავტომობილებს. აქციის მონაწილეებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - ხელფასის დაბრუნება და ძველი პირობებით სამსახურში აღდგენა.

ქართული მუშახელი ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ: თბილისში საპროტესტო აქცია ჩატარდა>>

„Frontera-მ, ალბათ, უკვე გაყიდა ეს ნავთობი და სხვა კომპანიას მისი გატანა უნდა. ამის წინააღმდეგი ვართ და კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, სანამ ჩვენს 11 თვის ხელფასს არ გადაგვიხდიან", - განაცხადა აქციის მონაწილემ პირველი არხის ეთერში.

ნავთობის საქაჩი დანადგარები - Sputnik საქართველო
საქართველოს ნავთობის სააგენტო: Frontera-ს განცხადება ფაქტობრივი უზუსტობებითაა სავსე

მძღოლები, რომლებსაც აქციის მონაწილეები არ უშვებენ, ამბობენ, რომ კომპანია Boca-ს მიერ არიან დაქირავებული და ნავთობის ტრანსპორტირებისთვის მოვიდნენ, მაგრამ უკვე ორ საათზე მეტია, ნავთობბაზასთან ორი მანქანა დატვირთვას ელოდება.

კომპანიის თანამშრომლები არსებულ ვითარებაში კომპანიის დირექტორს ზაზა მამულაიშვილს ადანაშაულებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე მოითხოვენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთოს ამ საკითხში. ისინი უწყებისგან დახმარებას ელოდებიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მათ აქვთ ბანკის ვალები, მათ სახლებს ყიდიან. ახლა კი ემუქრებიან, რადგან გაფიცვის გამო კომპანიამ იზარალა და ზარალის თანხას მათი ხელფასებიდან გამოქვითავენ.

Frontera იმედოვნებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს>>

ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ისინი წასვლას არ აპირებენ, სანამ სატვირთო ავტომობილები ტერიტორიას არ დატოვებენ.

Frontera-ს თანამშრომლები უკვე რამდენიმე კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავენ კახეთსა და თბილისში და 11 თვის ხელფასების დაფარვას მოითხოვენ. ბევრმა მათგანმა სამსახური 2019 წლის დეკემბერში საპროტესტო აქციის შემდეგ დაკარგა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციებს მანამ გამართავენ, სანამ მათი პირობები არ შესრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0