მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კოლიზეუმის ქვეშ სავარაუდოდ ლეგენდარული რომულუსის სამარხი იპოვეს

CC0 / Pixabay / რომის კოლისეუმი
რომის კოლისეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სარკოფაგის ჩვენება და დამატებითი დეტალების გამოცხადება მიმდინარე კვირაში იგეგმება.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. იტალიელმა არქეოლოგებმა კოლიზეუმის ტერიტორიაზე მიწისქვეშა ტაძარი ამოაჩინეს — საკურთხევლითა და 1,40 მ სარკოფაგით, იუწყება ancient-origins-ი.

​მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ეს რომის დამაარსებლისა და სავარაუდოდ მისი პირველი მეფის, რომულუსის სამარხი იყოს.

რომულუსისა და მისი ძმის, რემუსის ბიოგრაფიები არაერთ „ფანტასტიკურ“ დეტალებს შეიცავს: მითების თანახმად, ტყუპი ძმები ომის ღმერთის, მარსის შვილები იყვნენ. ისინი ტყეში მიტოვებული იპოვა ძუ მგელმა, რომელმაც ბავშვები გამოკვება და გაზარდა.

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშირომულუსისა და რემუსის გამზრდელი ძუ მგლის ქანდაკება რომში
კოლიზეუმის ქვეშ სავარაუდოდ ლეგენდარული რომულუსის სამარხი იპოვეს  - Sputnik საქართველო
რომულუსისა და რემუსის გამზრდელი ძუ მგლის ქანდაკება რომში

აღსანიშნავია, რომ მოსაზრებას რომულუსისა და რემუსის რეალური არსებობის შესახებ ყველა მეცნიერი არ იზიარებს. ამიტომ ძმათაგან ერთ-ერთის სამარხის ძებნა იმთავითვე უაზროდ მიაჩნდათ.  

მიუხედავად ამისა, სპეციალისტების ვარაუდით, აღმოჩენის მიხედვით შესაძლებელია ორი ვერსიის დაშვება. პირველი და ნაკლებად „თამამი“ ვერსიით,  სამარხი რომულის კულტის ადრეული პერიოდის  ნაკვალევია, ხოლო მეორე ვერსიით, აქ ნამდვილად რომის პირველი მეფის სამარხია.

თუმცა, ancient-origins.net-ის ცნობით, სარკოფაგში არანაირი ნეშტი არ არის აღმოჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, სარკოფაგის ჩვენება და დამატებითი დეტალების გამოცხადება მიმდინარე კვირაში იგეგმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0