არჩილ თალაკვაძე: შოთაძის მუშაობის პერიოდში პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იყო

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნებისმიერი პროტესტი, მათ შორის რომელიც ახლა არის ქუჩაში, მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია, განაცხდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე: შოთაძის მუშაობის პერიოდში პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იყო
„ირაკლი შოთაძის მუშაობის პერიოდში პროკურატურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური. მინდა გავიხსენო არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ტრეფიკინგის შემთხვევებს. ასევე ის იყო ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების დროს ხელმძღვანელი, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევაში მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია დღეს დილიდან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0