უკრაინის მოქალაქეებმა საქართველოში ყალბი 500-ევროიანი კუპიურები გაასაღეს

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკშიევრო
ევრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა საერთო ჯამში 10 ათასი ევროს ოდენობის 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღეს.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის ორი მოქალაქე ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის ფაქტებზე დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ერთ-ერთ დაკავებულს ბრალად ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა და გასაღება ედება, მეორეს კი – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღების მიზნით დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვა.

გამოძიების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებმა წინასწარი შეთანხმებით შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინეს და ინახავდნენ 20 ცალ ყალბ 500-ევროიან კუპიურას.

„2019 წლის 15 მაისს ე.მ.-მ თბილისში, ოთხ სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში მოლარეებზე გაასაღა ორ-ორი ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა, რაც ამოღებულია. ხოლო იმავე დღეს ჩატარებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოღებულია კიდევ ორი ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ყალბი დოლარები - Sputnik საქართველო
ფრთხილად! მიმოქცევაში დოლარის ყალბი კუპიურებია

უწყების ცნობით, ერთ-ერთმა უკრაინელმა შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით ინახავდა 10 ცალ ყალბ 500-ევროიან კუპიურას.

სამართალდამცველებმა საერთო ჯამში 10 ათასი ევროს ნომინალის 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს სასჯელის სახედ და ზომად შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების  აღკვეთა განუსაზღვრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0