სოფელი იმერეთში სკოლისა და საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

© Sputnik / Alexander Imedashviliმეხანძრეები შემთხვევის ადგილზე
მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
ერთ შენობაში განთავსებული სკოლა და საბავშვო ბაღი დაიწვა. სანამ შენობა არ აღდგება, ბავშვები მეზობელ სოფელში ივლიან.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ხონის რაიონის სოფელ ჩაის მეურნეობაში ძლიერი ხანძრის გამო ერთ შენობაში განთავსებული სკოლა და საბავშვო ბაღი დაიწვა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს ხონის რაიონული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

დროული ევაკუაციის წყალობით არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებია. ხანძარი სასწავლო პროცესის დროს მეორე სართულის სხვენში გაჩნდა. ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს. დაზიანებულია შენობის პირველი სართულიც.

სკოლის გაკვეთილი - Sputnik საქართველო
ხანძარი შატილში - სკოლა დროებით ამბულატორიის ახლადგარემონტებულ შენობაში განთავსდა

ხონის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში „Sputnik-საქართველოს" განუცხადეს, რომ სკოლაში სულ 37 მოსწავლე სწავლობს.

„ოთხ კილომეტრში არის სოფელი დედალაური. ვფიქრობთ, რომ ბავშვები იქ გადავანაწილოთ. სავარაუდოდ, იქ გადავლენ და დღის მეორე ნახევარში ისწავლიან. ახლა ბავშვების ტრანსპორტირების საკითხს ვათანხმებთ", – განაცხადა ხონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ყურაშვილმა.

ხანძარი ლოკალიზებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი ბრიგადის 35 მეხანძრე–მაშველი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0