ქეთას თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია კორპორატიული კონცერტის ჩატარებით დაიწყო. მან მომავალი შეყვარებულის დაბადების დღეზე იმღერა და სიმპათიები აქვე გაჩნდა. კონცერტიდან წამოსულს ბიზნესმენი მამაკაცი მას პირადად დაუკავშირდა და აქედან დაიწყო ყველაფერი. ქეთა თოფურიას ურთიერთობებში აქამდე არ უმართლებდა, მიუხედავად ამისა, ყოფილ პარტნიორებთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
რუსეთში მოღვაწე მომღერალმა პირველ ქმარს ულამაზესი ქალიშვილი აჩუქა. პატარა ოლივია დედასთან და ბებოსთან ერთად იზრდება. გოგონას ქართველი ბებია ქართულ ენას ასწავლის, სანამ არტისტი გასტროლებზეა.
2017 წლიდან რუსული და ქართული პრესა ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის სავარაუდო რომანს აქტიურად განიხილავდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა. ჯგუფ A'Studio-ს სოლისტისა და რეპერი გუფის გაწყვეტილ რომანზე დღემდე საუბრობენ. წყვილის დაშორების მიზეზი ღალატია – რეპერს 18 წლის ეკატერინბურგელ გოგონასთან იანასთან ჰქონდა ურთიერთობა.
ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. „მისი დაბადების დღე იყო, რადგან ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.
როგორც ქეთამ აღნიშნა, მან უკვე გაიცნო დენგოვის ოჯახის წევრები და მას მისი ქალიშვილი ოლივიაც გააცნო. შოუ-ბიზნესის ახალი წყვილი ხშირად მოგზაურობს. რუსული პრესა აქტიურად წერს მომღერლის ორსულობასთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც გვერდის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მომღერალს ორსულობის დამალვა უკვე ძალიან უჭირს.