რა კავშირია სექსსა და კიბოს შორის – მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი განმარტავს

CC BY 2.0 / JOHNNY LAI / loveშეყვარებულები
შეყვარებულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
კვლევის დროს ბრიტანელმა, კანადელმა, იტალიელმა, ავსტრიელმა და თურქმა მეცნიერებმა იმ 5 722 ბრიტანელის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც მანამდე ანკეტებში სექსუალური პარტნიორების რაოდენობა მიუთითეს.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ათი და მეტი სექსუალური პარტნიორი ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვნად ზრდის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, ამგვარ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელთა ნაშრომის პრეს-რელიზს Medical Xpress-ი აქვეყნებს. 

ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო
სახიფათო სექსი: ვისთვის შეიძლება იყოს ინტიმი სასიკვდილოდ საშიში

სტატიაში ნათქვამია, რომ მსგავსი კანონზომიერება შეინიშნება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

კვლევის დროს ბრიტანელმა, კანადელმა, იტალიელმა, ავსტრიელმა და თურქმა მეცნიერებმა იმ 5 722 ბრიტანელის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც მანამდე ანკეტებში სექსუალური პარტნიორების რაოდენობა მიუთითეს. გამოკითხულთა საშუალო ასაკი 64 წელი იყო.

გაირკვა, რომ ქალები, რომლებსაც ათზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავდათ მთელი ცხოვრების განმავლობაში, 91%-ით ხშირად ავადდებოდნენ კიბოთი, ვიდრე ერთპარტნიორიანი რესპონდენტები. 

ექიმები ასახელებენ დაავადებებს, რომლებიც რეგულარული სექსით იკურნება

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტენდენცია გამოვლინდა მამაკაცებშიც, თუმცა ოდნავი სხვაობით. იმ მამაკაცებს, რომლებსაც ათი და მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავდათ ცხოვრების განმავლობაში, 69%-ით ხშირად ემართებოდათ ონკოლოგიური დაავადება, ვიდრე ერთპარტნიორიან მამაკაცებს.

ამასთან სწავლულები განმარტავენ, რომ ასეთი სტატისტიკა იმ ინფექციების გავლენით აიხსნება, რომლებიც სქესობრივი გზით გადაედება.

ყველა ახალი ამბავი
0