მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მუშავდება ახალი სერვისი სამედიცინო ნიღბებზე საკუთარი გამოსახულების დასატანად

© AFP 2024 / Antony Wallaceჰონკონგელი მამაკაცი იმპროვიზებული ნიღბით
ჰონკონგელი მამაკაცი იმპროვიზებული ნიღბით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი ახლა დამუშავების პროცესშია და ნიღბების მასობრივი წარმოება მას შემდეგ დაიწყება, რაც მათზე ადამიანის გამოსახულების რეალისტურად დატანა გახდება შესაძლებელი.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ამერიკელმა დიზაინერმა დანიელა ბასკინმა (Danielle Baskin) წარმოადგინა სამედიცინო ნიღბის კონცეფცია, რომელიც კორონავირუსისა თუ სხვა ინფექციებისგანაც დაიცავს ადამიანს და იმავდროულად, არ შეუშლის ხელს პირადი სმარტფონის განბლოკვას, თუ მასზე სახის ამოცნობის ფუნქციაა დაყენებული. 

​დანიელას თქმით, პროექტი ახლა დამუშავების პროცესშია და ნიღბების მასობრივი წარმოება მას შემდეგ დაიწყება, რაც მათზე ადამიანის გამოსახულების რეალისტურად დატანა გახდება შესაძლებელი.

ირკვევა, რომ ინტერნეტ-სერვისზე მომხმარებლები შეძლებენ ატვირთონ საკუთარი სახე და სურათი ისე დაამუშავონ, რომ ის მაქსიმალურად რეალისტურად გამოყურებოდეს. ამის შემდეგ ფოტო რესპირატორულ ნიღაბზე ნატურალური საღებავებით დაიბეჭდება და როგორც დანიელა ბასკინი ამბობს, საიტზე ატვირთული სურათი  წაიშლება.

გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი ნიღაბი დაახლოებით 40 დოლარი ეღირება.

 

ყველა ახალი ამბავი
0