არნო ხიდირბეგიშვილი: ეს რევოლუციური ნაბიჯია

© Sputnik / Vladimir Umikashviliარნო ხიდირბეგიშვილი
არნო ხიდირბეგიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები რუსეთის კონსტიტუციაში ტერიტორიების გასხვისების აკრძალვის შესახებ — რევოლუციური ნაბიჯია.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ჯგუფთან შეხვედრისას, მხარი დაუჭირა მოსკოვის ოლეგ ტაბაკოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ოლეგ მაშკოვის იდეას იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომელიც ტერიტორიების გასხვისებას აკრძალავს. 

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
„უდასავლეთო სამყარო“: ვინ ეხმარება პუტინს დასავლეთის დაშლაში

„მიმაჩნია, რომ თუ ეს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შევა, იქნება ძალიან პროდუქტიული, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი ინსინუაციები ყირიმთან, კურილებთან და სხვა ტერიტორიებთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ძირითად კანონში ჩაიწერება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და „მეგობრები“ მიხვდებიან, რომ ამ თემაზე შემდგომი საუბარი უბრალოდ უადგილოა და კონტრპროდუქტიული, ვინაიდან კონსტიტუციას გამუდმებით არავინ შეცვლის“, — განაცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik საქართველოსთან ინტერვიუში.  

პოლიტოლოგის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ნამდვილად რევოლუციური იყო, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დასვამს წერტილს სადავო საკითხებში: რუსეთის ფედერაციის საზღვრები არა მარტო შემოხაზული იქნება, არამედ ყველა ტერიტორიული პრეტენზია — გასული და უფრო წინა საუკუნეებიდან, ერთხელ და სამუდამოდ დაიხურება.

„ხოლო თუ ვინმეს რაიმე ეჭვი გაუჩნდება, ამისთვის ახლა ძალიან კარგი ტენდენცია შეინიშნება, რუსეთის ფედერაციას აქვს ასეთი ტრენდი: გაასაჯაროვოს სამამაულო ომის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტები. მიმაჩნია, შეიძლება გასაჯაროვდეს და გამოქვეყნდეს სხვა დოკუმენტებიც — რუსეთის იმპერიის დროინდელი“, — განაცხადა ხიდირბეგიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0