თბილისში 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს

გამოწერა
თბილისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად უკანონებს

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.

„ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და გავაგრძელებთ. ვიცით, რომ ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს. დედაქალაქის მერია გამგეობასთან ერთად მზადაა, ყველა ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, დაეხმაროს და ხელი მაქსიმალურად შეუწყოს“, – განაცხადა მერმა.
სახლი მთებში - Sputnik საქართველო
„სოფლად სახლი“ - ექვსსულიან დევნილ ოჯახს ორსართულიანი სახლი გადასცეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭიჭინაძის N10ა-ში ცხრა ოჯახი 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს ფართების დაკანონება. 15-წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ მუხაძის ქუჩის N15-ში მცხოვრებ 13 ოჯახს.

მერიის ინფორმაციით, კახა კალაძის მერობის პერიოდში, საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

თბილისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად უკანონებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0