ჩინეთის პროვინცია ჰუბეის ხელისუფლებამ, სადაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, მძიმე ეპიდემიური სიტუაციის გამო დასვენების დღეების გახანგრძლივება გადაწყვიტა. დაწესებულებები მუშაობას 21 თებერვლამდე არ განაახლებენ.
პეკინსა და შანჰაიში მდგომარეობა უმჯობესდება, 10 თებერვლიდან დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა მუშაობა განაახლეს.
ჩინეთში ეპიდემიური სიტუაცია კვლავ მძიმეა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მალე დადგება გარდამტეხი მომენტი ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში.
ოფიციალურად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ჩინეთში 60 ათასს მიუახლოვდა, დაფიქსირდა 1775 სიკვდილი, მათ შორის იყვნენ უცხოელებიც, განიკურნა დაახლოებით 6 ათასი ადამიანი.

1/12
© AFP 2024 / Noel Celis
უჰანის ქუჩებში, როგორც ჩინეთის სხვა დიდ ქალაქებში, დღეს იშვიათად ჩანან გამვლელები

2/12
© AP Photo / Mark Schiefelbein
გარეთ გასვლას ყველა უფრთხის, კორონავირუსმა უკვე ათასზე მეტი სიცოცხლე შეიწირა

ქუჩაში მოსიარულეები ნიღბებით ცდილობენ ვირუსისგან თავის დაცვას

ჩინური ახალი წლის შემდეგაც კი მაღაზიების უმეტესობა დაკეტილია

5/12
© AFP 2024 / Greg Baker
საცობები, რაზეც მოქალაქეები გამუდმებით ჩივიან, საერთოდ გაქრა

განსაკუთრებით ავისმომასწავებლად გამოიყურება გიგანტური კვანძები ავტომაგისტრალებზე - თითქოს ზომბი-აპოკალიფსის ფანტასტიკური სიუჟეტი რეალობად იქცა

ჩინეთი გადაშენებული ქვეყნის შთაბეჭდილებას ტოვებს. ცენტრალური ქუჩები, სადაც სავაჭრო ობიექტებია განთავსებული, ცარიელი და უსიცოცხლოა

მგზავრები მეტროს ცარიელ სადგურზე

ქუჩაში, იშვიათად ჩანან ტურისტები

რთული ეპიდემიური სიტუაციის გამო, დასვენების დღეები გახანგრძლივდა, დაწესებულებები მუშაობას 21 თებერვლამდე არ განაახლებენ

ბოლო 2 დღეში 240-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაფიქსირებულია დაინფიცირების 14 840 ახალი შემთხვევა

ლეტალური დასასრულისა და დაინფიცირების შემთხვევების რამდენჯერმე გაზრდა ჯანდაცვის კომიტეტმა დიაგნოსტიკის ახალი მეთოდით ახსნა