თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. 29 წლის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ტოპ-15-ის რეიტინგში მოხვდა.
დვალიშვილი, რომელიც ყველაზე მსუბუქ წონაში ასპარეზობს (-61,2 კგ), რიო-რანჩოში (აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატი) შერეული ორთაბრძოლების პრესტიჟულ ტურნირზე UFC Fight Night 167 ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა.
Picking up air miles! 🛫@MerabDvalishvil taking Kenney for a ride! #UFCRioRancho 🏜️ pic.twitter.com/62ADVhYqcU
— UFC Europe (@UFCEurope) February 15, 2020
ბოლო ორთაბრძოლაში დვალიშვილი დაუპირისპირდა ამერიკელ კენი კეისის, რომელიც თავისი დივიზიონის მე-15 პოზიციას იკავებდა.
ქართველ მებრძოლს გამარჯვება მსაჯებმა ერთხმად მიანიჭეს (30-27, 30-25, 29-28). გარდა ამისა, დვალიშვილმა დაამყარა რეკორდი ტეიკდაუნების რაოდენობით (ყველაზე მსუბუქ წონაში) - ერთ ორთაბრძოლაში 12 ტეიკდაუნი დაფიქსირდა.