მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სროლა ბერლინში: ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა

© AFP 2024 / Andreas Gebert / dpaსპეცოპერაცია მიუნხენში
სპეცოპერაცია მიუნხენში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია ვარაუდობს, რომ რამდენიმე მსროლელი იყო, მათ შემთხვევის ადგილი დატოვეს. მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ბერლინში კომედიური შოუ ტრაგედიად იქცა - ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა სროლის შედეგად, რომელიც პარასკევს საღამოს უცნობმა პირებმა ატეხეს, იუწყება РИА Новости პორტალ Local-ზე დაყრდნობით.

პორტალის მონაცემებით, რომელიც პოლიციის სამსახურს ეყრდნობა, სროლა მოხდა ბერლინში კროიცბერგის რაიონში საკონცერტო-სპორტული დარბაზ Tempodrom-ის შესასვლელთან, სადაც იმ დროს თურქული კომედიური შოუ Güldür Güldür Show გადიოდა. მაყურებლები უკანა და გვერდით შესასვლელებიდან გაიყვანეს.

დაიღუპა 42 წლის მამაკაცი. ზოგიერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.

პოლიცია ვარაუდობს, რომ რამდენიმე მსროლელი იყო. სავარაუდო ბოროტმოქმედებმა დანაშაულის ადგილი დატოვეს. ადგილზე მობილიზებულია 200 პოლიციელი, დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0