კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა: მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ

© photo: Sputnik / Ovchinnikovზვავი
ზვავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, კობი-გუდაურის გზაზე ზვავის ქვეშ მოყვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა.

ზვავი დაახლოებით ერთი საათის წინ, საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა. წინასწარი ინფორმაციით, დაკარგული ტურისტი რუსეთის მოქალაქეა.

ყველა ახალი ამბავი
0