კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი ტურისტის ძებნა ხვალ დილით განახლდება

© photo: Sputnik / Stringerგუდაურის გზის მონაკვეთი საპატრულო მანქანამ გადაკეტა
გუდაურის გზის მონაკვეთი საპატრულო მანქანამ გადაკეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაკარგული რუსი ტურისტის ცოცხლად პოვნის იმედი აღარ აქვთ. ხვალიდან სამძებრო სამუშაოებში შესაძლოა ვერტმფრენი ჩაერთოს

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტის სამძებრო სამუშაოები ხილვადობის გაუარესების გამო შეწყდა, იუწყება პირველი არხი.

სამაშველო ჯგუფები სამძებრო სამუშაოებს ხვალ, დილიდან განაახლებენ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახურის უფროსი ვაკო დუნდუა აცხადებს, რომ ძალიან დიდი ზვავი იყო და სამუშაოები გართულდა. მისივე თქმით, შესაძლოა, ხვალ სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.

„უკვე შეწყდა სამაშველო ოპერაცია, ვინაიდან ღამეა, ხილვადობა არ არის. ხვალ უნდა ვეძებოთ ალბათ უკვე ცხედარი. გამთენიისას სამაშველო სამსახური გავა და განაგრძობენ სამუშაოებს“, – აცხადებს ვაკო დუნდუა.

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი დღეს, დაახლოებით პირველი საათისთვის ჩამოწვა. ტურისტთა ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რამაც სავარაუდოდ ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია. ზვავმა ერთი ტურისტი მოიყოლა, ხოლო დანარჩენები გადარჩნენ.

მთის კურორტების სააგენტოს პიარ-მენეჯერის, თამთა იაშაღაშვილის განცხადებით, აკრძალულ ზონაში, სადაც სრიალი არ შეიძლებოდა, ყველანაირი მინიშნება იყო გაკეთებული.

ყველა ახალი ამბავი
0