აზერბაიჯანსა და კასპიის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnikსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
მიწისძვრის მაგნიტუდამ 4,3 ბალი შეადგინა. სამ ბალამდე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ზღვისპირა რაიონში მდებარე დასახლებულ პუნქტებში იგრძნობოდა

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. კასპიის ზღვის აკვატორიაში შაბათს, 15 თებერვალს მორიგი, საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკურ ცენტრზე დაყრდნობით.

მიწისძვრების სერია აზერბაიჯანში: დაშავდა რამდენიმე ადამიანი >>

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 17:49 საათზე აფშერონის ნახევარკუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაფიქსირდა. 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი 62 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამხელა სიღრმის მიუხედავად, სამ ბალამდე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ზღვისპირა რაიონში მდებარე დასახლებულ პუნქტებში იგრძნობოდა.

რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის მონაცემებით, გასულ პერიოდში ქვეყანაში 550-560 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0