რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი მუშა მსუბუქად დაშავდა, მესამე კი „სასწრაფო დახმარებამ“   ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისი, 14 თებერვალი– Sputnik.  რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე მდებარე მინი საწარმოს სახურავის  ჩამონგრევის შედეგად, სამი მუშა დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირზე დაყრდნობით.

რიკოთის უღელტეხილზე შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი მუშა მსუბუქად დაშავდა, მესამე კი „სასწრაფო დახმარებამ“   ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0