ყველაზე რომანტიკული სამხრეთული ქალაქების ლეგენდები და თქმულებები რუსეთში

© photo: Sputnik / Игорь Онучин / გადასვლა მედიაბანკშიგაზაფხული სოჭში
გაზაფხული სოჭში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სამხრეთი რომანტიკითაა გაჟღენთილი. სასიამოვნო დასვენების დაგეგმვა  მარტივად შეიძლება ქვეყნიდან გაუსვლელად.

პიატიგორსკში „ქარის მელოდია“ უკრავს. სოჭში წყვილებს „პოცელუევის“ (კოცნა) სკვერი უხმობს, იალტაში - „ეიფელის კოშკი“, საუკეთესო ადგილი სიყვარულის ასახსნელად. ესენინის მზაკვრულ დეპეშაზე, ტამანის კეთილშობილ მცხოვრებლებსა და სხვა საინტერესო ამბებზე „რია ნოვოსტი“ მოგითხრობთ.

იალტა: პარიზი სანაპიროზე და საბაგირო ორისთვის

იალტის რომანტიკა - მისი ბოტანიკური ბაღია, სადაც ყველა სეზონზე რაღაც ყვავის, აქვეა პლაჟი პარიზული ხიბლით, შესანიშნავი ადგილი სასეირნოდ, სადაც ქალაქის ყველა ქუჩიდან მოხვდებით.

და კიდევ - ლამაზი შეცდომა. 2011 წლიდან სანაპიროზე, ცნობილი გიგანტური მხცოვანი ჭადრის ძირში, დგას „სიყვარულის სკამი“. თუ ლეგენდას დავუჯერებთ, სერგეი ესენინმა სწორედ ამ ასწლოვანი ხის ჩრდილქვეშ დაუნიშნა პაემანი აისიდორა დუნკანს. მაგრამ აჯობებს, არ დავუჯეროთ, რადგან ისტორია ნაღვლიანია. 

View this post on Instagram

A post shared by Вилла Елена (@villaelenahotel.ru) on

 „ეს ტურისტებისთვის მოგონილი ამბავია. ესენინი და დუნკანი იალტას სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ, - ამბობს ქალაქის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი დიმიტრი პოგრებნიაკი. - ქალმა ხომ სწორედ აქ მიიღო დეპეშა მისგან (ესენინისგან), რომლითაც პოეტი ატყობინებდა, რომ სხვა უყვარდა, დაოჯახებული და ბედნიერი იყო“. 

ჭადრით კი ცნობილი მოცეკვავე აღფრთოვანებული იყო. გიგანტურ ხეს მისი სახელიც კი უწოდეს.

დიმიტრი შეყვარებულებს ურჩევს ფილმ „ასაში“ გადაღებული ლეგენდარული საბაგიროთი გასეირნებას, რომელიც ორ ადამიანზეა გათვლილი. „უჩვეულო შეგრძნებებია: პატარა გონდოლა და გრძელი გზა. ზემოდან უყურებ ქალაქს და გეჩვენება, რომ შეგიძლია შეეხო სახლებს, ხეებს“, - ასე აღწერენ ატრაქციონს ტურისტები. 

© photo: Sputnik / Sergey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშისაბაგირო გზა
ყველაზე რომანტიკული სამხრეთული ქალაქების ლეგენდები და თქმულებები რუსეთში  - Sputnik საქართველო
საბაგირო გზა

ყირიმის ქალაქში თავიანთი „ეიფელის კოშკიც“ აქვთ. ის, რასაკვირველია, ორიგინალზე 30-ჯერ პატარაა, მაგრამ ძალიან რომანტიკულ ადგილასაა აღმართული - პირსზე. მასანდროვის პლაჟის მოსართავად შექმნილი კონსტრუქცია დროებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ისე მოხიბლა ადგილობრივებიც და სტუმრებიც, განსაკუთრებით კი, შეყვარებული წყვილები, რომ აქ ბინა სამუდამოდ დაიდო.

სოჭი: ყველაფერი კოცნისთვის და ხელმისაწვდომი იახტები

„თითქოს ესპანეთში მოვხვდი! მზე ჩადის, თოლიები დაფრინავენ, - იხსენებს სოჭის საზღვაო ნავსადგურს მარია ტერეხოვა მოსკოვიდან. - და ბევრი რესტორანი ვერანდებით, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება!“

საღამოს გაგრძელება იახტაზე შეიძლება. გიდების თქმით, ეს სიამოვნება არც ისე ძვირია - ერთი ბილეთის ფასი 500 რუბლიდან იწყება. რასაკვირველია, ღია ზღვაში გასვლა ამინდზეა დამოკიდებული, მაგრამ გართობა ოცდაოთხსაათიანია. 

© photo: Sputnik / Igor Onuchin / გადასვლა მედიაბანკშისოჭის პორტი
ყველაზე რომანტიკული სამხრეთული ქალაქების ლეგენდები და თქმულებები რუსეთში  - Sputnik საქართველო
სოჭის პორტი

სოჭში ხშირად ჩადიან მნიშვნელოვანი მოვლენის - ქორწილის ან თანაცხოვრების იუბილეს აღსანიშნავად. „ახალდაქორწინებულები და შეყვარებულები, როგორც წესი, ქალაქის ცენტრალურ სკვერებში სეირნობენ. აქვეა „პოცელუევის სკვერი“ მარადმწვანე ხეებით, სკამებითა და შადრევნით“, - ამბობს გიდი სვეტლანა ვასკოვა.

თუმცა სკვერს, სახელწოდების მიუხედავად, კოცნასთან არაფერი აკავშირებს, ასე საბჭოთა კავშირის გმირის, სოჭის ცენტრალური გასტრონომის დირექტორის, ივან პოცელუევის საპატივცემოდ დაერქვა. თუმცა ეს შეყვარებულ წყვილებს ხელს არ უშლის, მით უმეტეს, რომ მმაჩიც იქვეა. 

© photo: Sputnik / Алексей Майшев / გადასვლა მედიაბანკშიახლად დაქორწინებულები ცერემონიის შემდეგ
ყველაზე რომანტიკული სამხრეთული ქალაქების ლეგენდები და თქმულებები რუსეთში  - Sputnik საქართველო
ახლად დაქორწინებულები ცერემონიის შემდეგ

კიდევ ახალგაზრდებს ახუნის მთაზე ასვლა უყვართ. „გადმოცემით, ეს ადგილი ადამიანს ძალასა და ენერგიას მატებს. - ამბობს სვეტლანა.- ამბობენ, მის მწვერვალზე ჯიგიტებს მოტაცებული ლამაზმანები მიჰყავდათ“.

პიატიგორსკი: პოეტი, გმირი და „უსირცხვილო აბანოები“

„ჭექა-ქუხილის დროს ღრუბლები ჩემი სახლის სახურავზე ეშვებიან“, - წერს პიატიგორსკის სახლზე გრიგორი პეჩორინი, „ჩვენი დროის გმირის“ მთავარი პერსონაჟი.

ამ საკურორტო ქალაქის მრავალი რომანტიკული ადგილი მიხეილ ლერმონტოვს უკავშირდება. მაგალითად, ყველაზე ცნობილი მთა მაშუკი. მთის ძირში დგას სახლი, რომელშიც პოეტმა დუელის წინ ბოლო თვეები გაატარა. ის მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე მოკლეს. იქ არის ლერმონტოვის ქვაბულიც, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლება.

ტალავერი „ეოლის არფა“ პიატიგორსკში 

© photo: Sputnik / Михаил Мокрушин / გადასვლა მედიაბანკში„ეოლის არფა“
ყველაზე რომანტიკული სამხრეთული ქალაქების ლეგენდები და თქმულებები რუსეთში  - Sputnik საქართველო
„ეოლის არფა“

უკვე 200 წელზე მეტია, პიატიგორსკის ერთ-ერთი სიმბოლოს სახელი დაიმკვიდრა მაშუკის მთის მიხაილოვოს განშტოებაზე მდებარე ტალავერმა, რომელსაც „ეოლის არფას“ უწოდებენ. სახელწოდება შემთხვევითი არ არის. ადრე როტონდაში მართლაც იყო სიმებიანი ეოლოფონები (ინსტრუმენტები, რომლებიც ქარის მეშვეობით ჟღერენ). ახლა ხმები სტიქიაზე არ არის დამოკიდებული - მუშაობს თანამედროვე აკუსტიკური სისტემა.

მაშუკის მთის „პროვალის“ მღვიმისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ცნობილია უნიკალური კარსტული ტბით, შეხვდებით პიკანტურ ადგილს, სახელად „უსირცხვილო აბანოები“. ესაა ბუნებრივი წყალსატევები მინერალური წყლით, სადაც გასული საუკუნის დასაწყისში ზოგიერთი დამსვენებელი დედიშობილა ბანაობდა. 

© photo: Sputnik / Denis Abramov / გადასვლა მედიაბანკშიმაშუკის მთის „პროვალი“
ყველაზე რომანტიკული სამხრეთული ქალაქების ლეგენდები და თქმულებები რუსეთში  - Sputnik საქართველო
მაშუკის მთის „პროვალი“

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ იქ, სადაც ახლა მზის (ან სიყვარულის) კარიბჭეა აღმართული, იალბუზსა და მის ვაჟ ბეშთაუს შორის ულამაზესი მაშუკის გულისთვის ბრძოლა გაიმართა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა: ყველა დაიხოცა და მთად გადაიქცა, ქალის გაქვავებული ცრემლებისგან კი ეს კარიბჭე ააგეს. ახლა აქ ახალდაქორწინებულები ჩამოდიან - გადმოცემით, თუ სიძე სამჯერ გაიყვანს პატარძალს ღიობში, მათი სურვილები ასრულდება.

© photo: Sputnik / Антон Подгайко / გადასვლა მედიაბანკში„სიყვარულის კარიბჭე“
ყველაზე რომანტიკული სამხრეთული ქალაქების ლეგენდები და თქმულებები რუსეთში  - Sputnik საქართველო
„სიყვარულის კარიბჭე“

ტამანი: ანტიკურობა, კაზაკები და ნიშნობის ბეჭდები

ტამანის სტანიცაც მჭიდროდ უკავშირდება მიხეილ ლერმონტოვის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ პეჩორინმა მას „რუსეთის ყველა ზღვისპირა ქალაქს შორის უსაძაგლესი“ უწოდა. ადგილობრივებს არ სწყენიათ და პოეტს ძეგლიც დაუდგეს - აქვე, სანაპიროზე, მისი სახლ-მუზეუმია.

ტამანის რაიონში ორი ზღვა უერთდება ერთმანეთს - შავი და აზოვის. აქვე ჩაისახა შავი ზღვის კაზაკების ისტორია, რომელსაც ეძღვნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ „ატამანი“. 

რომანტიკული ისტორიები და ადგილები ტამანშიც მრავლადაა: მაგალითად, მჭედლის სახელოსნოსთან დგას სკულპტურა „ორი ბეჭედი“. „ოდესღაც ღარიბი მარტოხელა ოსტატი სტანიცაში დასახლდა, მუშაობა დაიწყო და თავდავიწყებით შეუყვარდა მდიდარი კაზაკის ქალიშვილი, - ყვება ლეგენდას „ატამანის“ მეთოდისტი ვერა კუპცოვა. - ეს უკანასკნელი, რასაკვირველია, ქორწინების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ოსტატს უბრძანა, გამოეჭედა ისეთი რამ, რაც მისი სიყვარულის სიმბოლო იქნებოდა. ოსტატმა ორი ბეჭედი გამოჭედა და ქორწილიც შედგა. 

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშისაკურა აბრაუს ტბაზე
ყველაზე რომანტიკული სამხრეთული ქალაქების ლეგენდები და თქმულებები რუსეთში  - Sputnik საქართველო
საკურა აბრაუს ტბაზე

აბრაუ-დურსო: ტბა აულის ნაცვლად და ბევრი შამპანური

ტბა სევდიანი ლეგენდით სიყვარულზე, მთები და შამპანური - დასვენება ნოვოროსიისკის მახლობლად მდებარე უნიკალურ ადგილას ტურისტებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.

დიდი ხნის წინათ, ამბობს თქმულება, წყალსატევის ადგილას დიდი აული იყო გაშენებული. სოფელში ცხოვრობდა გოგონა აბრაუ, რომელსაც მწყემსი დურსო შეუყვარდა. ქალიშვილის მდიდარ მშობლებს ეს ამბავი გულზე არ ეხატებოდათ. სწორედ იმ დროს აულის მცხოვრებლებზე ღმერთი ყოფილა განრისხებული. მიწა გასკდა და სოფელი შიგ ჩაიტანა. მის ადგილას კი ტბა გაჩნდა. შეყვარებულები ამ დროს ტყეში სეირნობდნენ და სიკვდილს გადაურჩნენ. აულში დაბრუნებულმა აბრაუმ ეს ამბავი ძალიან განიცადა, ატირდა (ცრემლებისგან წყარო გაჩნდა) და გადაწყვიტა, ტბაში დაეხრჩო თავი, მაგრამ ვერ შეძლო და მწყემსთან გაიქცა.

ახლა ტბის პირას პაემნებისთვის შესანიშნავი ადგილებია. შეიძლება, მაგალითად, შუშხუნა ღვინის ქარხნების სარდაფებში ჩასვლა, ღვთიური სასმელის მომზადების ასწლოვანი საიდუმლოების გაგება და, რაც მთავარია, მისი დაგემოვნება.  

ყველა ახალი ამბავი
0