ზურა მხეიძე: ყველაფერი კარგად გექნებათ, თუ ისწავლით...

© photo: tv show 20:30ზურა მხეიძე
ზურა მხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგი ზურა მხეიძე კომუნიკაციის საჭიროებაზე, საქმიანობისა და ურთიერთობების დროს კომუნიკაციის უნარების კარგად ფლობაზე საუბრობს.
ზურა მხეიძე: ყველაფერი კარგად გექნებათ თუკი ისწავლით იმას...
„სამი სიტყვიდან – მოგესალმებით, გამარჯობა, დილა მშვიდობისა – 90% ამბობს, რომ სიამოვნებს მესამე მისალმების მოსმენა. არადა, მისალმების სამივე ფორმა კორექტულია. „დილა მშვიდობისა“ კი სხვა ემოციას ტოვებს. როცა თქვენი სიტყვების მიმართ იქნებით ისეთი მგრძნობიარე, რომ ზუსტად გეცოდინებათ რა დროს რა სიტყვებია საჭირო, მაშინ თქვენი საქმის პროფესიონალი გახდებით. როცა სამსახურში უფროსს წერილს ვწერდი, სამი დღე ვიფიქრე. იმიტომ კი არა, რომ არ ვიცოდი რა მეთქვა, იმიტომ, რომ მინდოდა ის სიტყვები შემერჩია, რითიც ჩემთვის სასურველ შედეგს მივიღებდი. ჩვენ სწორედ ამას არ ვაკეთებთ ხოლმე საუბრის დროს. რა თქმა უნდა, ზოგადი პრინციპებიც საჭიროა, მაგრამ ინდივიდუალური დამოკიდებულება მთავარია, ანუ ცოდნა იმისა, ვიღაცაზე კონკრეტულად რა უფრო მოქმედებს“, – ამბობს ზურა მხეიძე სატელევიზიო გამოსვლაში.

ფსიქოლოგი ამბობს: „უნდა ვიფიქროთ – რა ურთიერთობა დავამყაროთ ადამიანთან, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ. კომუნიკაცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სიტყვების სპეციფიკა ჩვენ იდენტობასაც კი განსაზღვრავს. ნებისმიერი ქვეყანა, როცა უნდა, რომ მეორე ქვეყანა თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ენის შესწავლის უფასო კურსებს ხსნის“.

 

ყველა ახალი ამბავი
0