არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტის მისიის დასკვნა ყველა კითხვას პასუხს გასცემს
„დღეს ევროპაში მაღალი დონის ვიზიტებზე ევროპარლამენტს შევთავაზეთ ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა და გამოგზავნა საქართველოში, რომელსაც ექნება სრული ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე. მართლმსაჯულება ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, მას აქვს თავისი ვადები, თავისი მარეგულირებელი კანონმდებლობა, ხოლო არჩევნები – ეს არის პოლიტიკური პროცესი და არასოდეს არც ერთ დემოკრატიაში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ევროპარლამენტის მისიის დასკვნა ცხადყოფს უგულავას დაკავების საქმეში არის თუ არა გარემოებები ობიექტურად შეფასებული და ბრალი დადასტურებული.