ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან ათი წელი გავიდა

© AP Photo / Elise Amendolaნოდარ ქუმარიტაშვილი
ნოდარ ქუმარიტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. დღეს ათი წელი შესრულდა ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვიდან ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე.

21 წლის სპორტსმენი უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე საწვრთნელი დაშვების დროს, ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.

© AP Photo / Elise Amendolaნოდარ ქუმარიტაშვილი
ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან ათი წელი გავიდა - Sputnik საქართველო
ნოდარ ქუმარიტაშვილი

ტრასა, რომელზეც ტრაგედია მოხდა, ერთ-ერთ ყველაზე „სწრაფ" და საშიშ ტრასად არის მიჩნეული მსოფლიოში. ქუმარიტაშვილმა დაშვების დროს მართვა დაკარგა და დაახლოებით 145 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა.

ამ დროს ქუმარიტაშვილი ციგიდან ამოვარდა და ტრასის გვერდზე ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

© AP Photo / Michael Sohnწუთიერი დუმილი ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ
ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან ათი წელი გავიდა - Sputnik საქართველო
წუთიერი დუმილი ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტრასა ძალზე საშიშად მიიჩნევა და ამას არაერთი სპორტსმენი აღიარებს, ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადებით, ტრაგედია მოციგავის შეცდომას მოჰყვა და არა ტრასის გაუმართაობას.

ნოდარ ქუმარიტაშვილი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს. იმავე წლის ზაფხულში საქართველოს ფოსტამ დაღუპული სპორტსმენის სამახსოვრო საფოსტო მარკა გამოუშვა.

ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა. ამას გარდა, ბაკურიანში ყოველ წელს იმართება ქუმარიტაშვილის სახელობის შეჯიბრება.

ყველა ახალი ამბავი
0