Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან დავითრგუნე და არ ვიცი რა ვქნა...“ - ნინა სუბლატი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინა სუბლატი ერთ-ერთი გამორჩეული სასცენო იმიჯის მომღერალია. ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გაავრცელა. ნახეთ რის გამო სთხოვს დახმარებას საზოგადოებას

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს, დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. 24 წლის მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი დაოჯახებულია. მისი რჩეული ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაურია. ისინი ახალ სიმღერებზე ერთად მუშაობენ.

View this post on Instagram

😄

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

მისი განთქმული იმიჯი და შესრულების მანერა ევროპელმა მსმენელმაც დააფასა, მაგრამ გასამარჯვებლად ქულები არ ეყო. 2015 წელს ნინა სუბლატი საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსზე წარდგა სიმღერით Warrior, სადაც ნახევარფინალი გადალახა და ფინალში მოხვდა. კონკურსზე გამოსულმა ნინამ მებრძოლი ქალის სახე წარადგინა. სიმღერა დამოუკიდებლად შექმნა და ბევრი ადამიანის გული დაიპყრო. მანამდე ის „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი ემოციური შემსრულებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და არტისტიზმით დაჯილდოებული მომღერალი სოლო კარიერას ეწევა.

ცოტა ხნის წინ ნინამ აღიარა, რომ სეზონურ დეპრესიას ებრძვის. „აქ ვინმეს სეზონური დეპრესია ხომ არ გაქვთ? ამ წელს დამეწყო. ადრეც ძლივს ვუძლებდი სიცივეს, მაგრამ წელს ძალიან დავითრგუნე და არ ვიცი რა ვქნა. ყოველ დილას დღეებს ვთვლი პოტენციურ სითბომდე. არსად გასვლა არ მეხალისება და საწყალი აზალიაც აღარ გამყავს სასეირნოდ. ვინმემ ხომ არ იცით რით ვუშველო თავს...“, - მომღერალს კომენტარებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და რჩევებიც არ დაიშურეს. მათი თქმით, ნინას შეუძლია დეპრესიას თბილ ქვეყნებში გაექცეს, ასევე ურჩიეს სპეციალური ლამფა, რომელიც საქართველოში არ იყიდება და მზის სხივების მსგავს ენერგიას გამოყოფს, როგორც ზაფხულშია, და ნერვებზე დამამშვიდებლად მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0