Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანუკა გუდავაძე საზოგადოებაში ცნობილ მოდელთან ერთად გამოჩნდა – ფოტო

© FB / Modern Beautyნანუკა გუდავაძე
ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკა გუდავაძე ყოფილი მოდელი და ამჟამად ბლოგერია. ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილს ორი და ჰყავს. დები მეგობრობენ და ხშირად დებენ სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოებს. ამჯერად ისინი ერთ-ერთი ცნობილი მოდელის კომპანიაში არიან.

გასული წლის დეკემბერში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს – ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ბიჭუნა, პატარა ბერუკა შეეძინათ. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, აღარ აქტიურობს სოციალურ ქსელში და უცნობია, სად და როგორ ატარებს თავისუფალ დროს. ცოტა ხნის წინ ცნობილმა მოდელმა ანა შელიამ Instagram-ზე ნანუკასთან და მის დასთან ანისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გოგონები ერთ-ერთ კაფეში ჩაის მიირთმევენ.

View this post on Instagram

A post shared by Ana Shelia (@annashelia) on

ანა შელია და ნანუკა, სავარაუდოდ, საერთო ინტერესებმა დაამეგობრა. ბერა ივანიშვილის მეუღლე ყოფილი მოდელი და ამჟამად მოდის ბლოგერია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნება მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. რაც შეეხება ანის, ფოტოებიდან ირკვევა, რომ დაქორწინებულია. ირკვევა, რომ ბერას და ნანუკას ქორწილში ანი ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს.

View this post on Instagram

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

მასმედიაში წერენ, რომ ნანუკა გუდავაძე 14 წლის ასაკში დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. მისი Instagram-ის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას უყვარს კამერის წინ პოზირება, ბოსტნეულის სალათები, ყავა და პატარა ჩანთები გრძელი სახელურით. წყვილის სიყვარულის შესახებ ცნობილი 2018 წელს გახდა და მაშინვე აგორდა უამრავი ჭორ-მართალი. შემდეგ ბერას სოციალურ ქსელში ამ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებამ დაადასტურა, რომ სულ მალე კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნებოდა და ბიძინა ივანიშვილი მამამთილის ამპლუას მოირგებდა.

View this post on Instagram

👭😄

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ბერასა და ნანუკას ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" – ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა.

View this post on Instagram

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ბერას ქორწილი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით გაიმართა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე და ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. წყვილმა ქორწილი მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით კოჯორთან ახლოს, ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში გადაიხადა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ დღესასწაულის ცოცხალი ყვავილებით გაფორმებაზე ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

View this post on Instagram

Happy Birthday My love!🎂We love you💙

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

ყველა ახალი ამბავი
0