„ცრემლების ტოპოგრაფია“: მიკროსკოპით დანახული მწუხარებისა თუ ბედნიერების ცრემლები - ფოტო

© Pixabay / sasintგოგონა, რომელიც ტირის
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურმე სხვადასხვა ემოციით გამოწვეული ცრემლები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც ჩანს, თითოეული ცრემლი თავის სტრუქტურაში ადამიანურ განცდებს აღბეჭდავს.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ამერიკელი ფოტოგრაფი როუზ-ლინ ფიშერი დაინტერესდა, შეიძლება თუ არა, რომ ტკივილით მოგვრილი ცრემლები განსხვავდებოდეს იმ ცრემლებისგან, რომლებიც სიხარულის დროს სდის ადამიანს, და გადაწყვიტა, მიკროსკოპის ქვეშ შეესწავლა ისინი.

ფიშერმა ასზე მეტი სხვადასხვა სახის ცრემლი შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ  „საბაზო“ ცრემლები, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი რქოვანას დასატენიანებლად და თვალების ბაქტერიებისა და მტვრისგან დასაცავად გამოიმუშავებს, მკვეთრად განსხვავდება იმ ცრემლებისგან, რომლებიც ხახვის ჭრის დროს ჩნდება. ამასთან, მკვეთრად განსხვავდება წყენისა და სიცილით გამოწვეული ცრემლებიც. როგორც ჩანს, თითოეული ცრემლი თავის სტრუქტურაში ადამიანურ განცდებს აღბეჭდავს.

როუზ-ლინ ფიშერის ფოტოპროექტს The Tear Topography (,,ცრემლების ტოპოგრაფია“) ჰქვია. მასში თავმოყრილია სხვადასხვა ემოციებით გამოწვეული ცრემლების მიკროფოტოები.

ნახეთ, რამდენად ძლიერ განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან.

ტირილამდე სიცილის ცრემლები

მწუხარებისა და გლოვის ცრემლები

​ცრემლები ხახვის დაჭრის დროს

ძირითადი (საბაზო) ცრემლები

​პატიების ცრემლი 

​იმედის ცრემლი

ბედნიერების ცრემლი

​აღსანიშნავია, რომ ფიფქებისა და თითის ანაბეჭდების მსგავსად, ორი ერთნაირი ცრემლი არ არსებობს. მათ შორის არსებული უზარმაზარი განსხვავება ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ ემოციები ჩვენს ორგანიზმზე გავლენას ახდენს. ჩვენ ის ვართ, რასაც ვგრძნობთ...

ყველა ახალი ამბავი
0