ისრაელის მოქალაქეს საქართველოში აკრძალული მედიკამენტები შემოჰქონდა

© Pixabay / stevepbმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მებაჟეებმა, ისრაელის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებში.

უწყების ინფორმაციით, მებაჟეებმა ისრაელის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები (ჯამში 134 აბი) აღმოაჩინეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262 -ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0