შარაშენიძე: რომელია ყველაზე ვერაგი სიმსივნე ქალებისთვის

გამოწერა
ონკო-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი არჩილ შარაშენიძე ონკო დაავადებების და მათი პრევენციის გზების შესახებ საუბრობს.
შარაშენიძე: რომელია ყველაზე ვერაგი სიმსივნე ქალებისთვის
„ავთვისებიანი სიმსივნეები საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, განსაკუთრებით,  სივერაგით რომ აღვნიშნოთ, ეს არის საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნეები, იმიტომ რომ მისი დიაგნოსტიკა, ძირითადად, დაგვიანებულ, მესამე-მეოთხე  სტადიაში ხდება. ასეთ შემთხვევებში პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა, რადგან გვიან ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობაც საკმაოდ ძვირია“, - ამბობს შარაშენიძე.

ონკო-გინეკოლოგის თქმით, პრევენციის მიზნით, რეპროდუქციული ასაკის დაწყებისთანავე ქალი უნდა მივიდეს გინეკოლოგთან ყოველ ექვს თვეში ერთხელ და გამოკვლევა ჩაიტაროს.

ყველა ახალი ამბავი
0