ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: პოლიციამ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 27 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისრტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოდანაშაულისთვის ფოთში 38 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს და ფარულად აუდიო-ვიდეოჩანაწერი გააკეთეს.

პოლიციამ უკანონოდ გაყიდული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღო.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირია.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0