გომელაური: ყველა თანამშრომელს ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები

© photo: Sputnikვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უწყების თანამშრომელთა ანაზღაურების გაზრდის შესახებ საუბრობს.
გომელაური: ყველა თანამშრომელს ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები
„გამოდის თანამშრომელი, სახლში ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდება თუ არა, არავინ იცის. სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალი რეფორმები დავიწყეთ, ბევრი რამ გაკეთდა წინა მინისტრების დროსაც. ბატონი გიორგის დროს იყო მატება. ახლა კიდევ ვგეგმავთ, ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები ყველა თანამშრომელს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ 40 ათასზე მეტ ადამიანზე ვსაუბრობთ და ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ეს არ არის ერთი და ორი მილიონი ლარი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა პრემია-დანამატების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციელები დღე და ღამე თავიანთ საქმეს აკეთებენ და იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე მათი ხელფასებია.

 

ყველა ახალი ამბავი
0