Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანკა კალატოზიშვილი დიდი პაუზის შემდეგ გამოჩნდა – ნახეთ როგორ შეიცვალა 40 წლის მსახიობი

© photo: courtesy of NaNka Kalatozishviliნანკა კალატოზიშვილი
ნანკა კალატოზიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისუფლების მოყვარული მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გარკვეული პერიოდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. ამჯერად სოციალურ ქსელში უახლესი სურათი გამოაქვეყნა. ნახეთ, როგორ გამოიყურება 40 წლის ტელესახე.

კინოფილმების მოყვარულ საზოგადოებას ამერიკელი მსახიობების გარეგნობის უკვირთ. ყველამ კარგად იცის, რომ ტელეეკრანებზე გამოჩენილი ადამიანები უამრავ ინექციასა და ოპერაციას მიმართავენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ბუნებრივი სილამაზითა და განსაკუთრებული გენებით გამოირჩევიან. ასეთია ნანკა კალატოზიშვილი. ქართული ბუნებრივი სილამაზე სწორედ ამ მსახიობში შეინიშნება. 40 წლის მშვენიერი მსახიობი შეუდარებლად გამოიყურება და მის სილამაზემდე ვერც ერთი ამერიკელი ან ევროპელი მსახიობი ვერ მივა. ნანკა კალატოზიშვილს, როგორც თავად ამბობს, პლასტიკური ქირურგიისა და ბოტოქსისთვის არასდროს მიუმართავს. მის პირად გვერდზე კომენტარები სილამაზის ელექსირის განდობის შესახებ არ წყდება.

View this post on Instagram

A post shared by nanka kalatozishvili (@nankakalatozishvilii) on

კალათბურთელ ირაკლი კედიასთან დაშორების შემდეგ მსახიობი ზრდის მათ საერთო შვილს დანიელს, რომელიც წელს სკოლაში მივა. ნანკას ტყუპისცალი ძმა ჰყავს – გიორგი კალატოზიშვილი, რომელიც ასოცირებული ტრენერია და სხვადასხვა კომპანიაში წარმატებით საქმიანობს. ირაკლი კედიასთან დაშორების შემდეგ ყოფილ ცოლ-ქმარს თბილი დამოკიდებულება აკავშირებს. ისინი სიმპათიურ დანიელს ერთად ზრდიან. ირაკლი კედია ვაჟის სახალისო ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ბიჭუნა დედას ძალიან ჰგავს.

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი წლებია პოპულარობას ინარჩუნებს და ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ნანკა ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დროს მუდმივად აქტიურობს და თავის პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებს. ნანკამ 2000 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ამავე წელს გახდა თეატრალური სარდაფის მსახიობი. 2007 წლიდან არის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობი. მის გარეგნობას წლები ვერაფერს აკლებს. დაუჯერებელია, რომ პოპულარული ტელესახე 40 წლის არის.

ყველა ახალი ამბავი
0