ბექა ბასილაია: გიგი უგულავა არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი

გამოწერა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე საუბრობს.
ბექა ბასილაია: გიგი უგულავა არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი
„ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზების – თადუმაძის, გაბინაშვილის, შავლიაშვილის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ახლა უკვე რეალურად აღსრულდა. მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს – საზოგადოებამ ნახა, როგორ ღირსეულად მიიღო ეს სრულიად უღირსი და ყოველგვარი მორალისგან დაცლილი გადაწყვეტილება. თვითონ მივიდა შსს-ში. ამას წინ უსწრებდა სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც გიგის სიტყვის თქმის საშუალებაც არ მიეცა, როდესაც გიგის ადვოკატს პოზიციის ჩამოყალიბების საშუალება არ მომეცა და სადღაც სოროში შეკეტილებმა მიიღეს გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ გიგი უგულავა არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ წერტილი დაუსვა მართლმსაჯულების სისტემის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოდ გაფორმების პროცესს.

ყველა ახალი ამბავი
0