Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანი ბებია ფეხმძიმობის პერიოდში შეუდარებლად გამოიყურება – მსახიობს წამოზრდილი მუცელი უჩანს

© Facebook / Ilia Beroshviliილო ბეროშვილი ანი ბებია
ილო ბეროშვილი ანი ბებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობებმა ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა სულ ცოტა ხნის წინ გაამჟღავნეს სასიხარულო ინფორმაცია. ულამაზესი მსახიობი ფეხმძიმობას არ მალავს. საკუთარ გვერდზე ორსულმა ტელეწამყვანმა უახლესი სურათი გამოაქვეყნა.

ცნობილ სახეებს ილო ბეროშვილს და ანი ბებიას რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. პოპულარული ცოლ-ქმარი ტელეეკრანებზე ერთობლივად „ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სერიალის გმირს შავლეგ მადლიანს ვაკეში არსებული აფთიაქის ფარმაცევტი შეუყვარდა. ფარმაცევტის როლს ანი ბებია ასრულებდა. რეიტინგულ სერიაში მათი სასიყვარულო ისტორია არ განვითარდა. წყვილს შორის კი სასიყვარულო ქიმია, როგორც თავად ამბობენ, მანამდე დაიწყო. ილო ბეროშვილი პირველად წლების წინ დაოჯახდა, ანი ბებიასთვის კი ეს პირველი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია.

აღსანიშნავია, რომ ანი ბებია სატელევიზიო სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. წლების წინ ეკრანებზე ახალი სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" გამოჩნდა. ქართულ სერიალში ანის მთავარი როლი მიანიჭეს. მაყურებლების შეფასებით, ანი როლს შესანიშნავად ასრულებდა. მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია სულ მალე მშობლები გახდებიან. ილოსთვის ეს მესამე შვილი იქნება. ილო ბეროშვილს ორი ქალიშვილი ტელეწამყვან ნელი აგირბასგან ჰყავს. ანი ილოს ქალიშვილებს - სესილიას და ევას ძალიან ემეგობრება და უქმეებს ოჯახი ერთად ატარებს.

ფეხმძიმობის შესახებ ანი ბებიამ ტელეპროექტ „მხოლოდ ქართულში“ განაცხადა. მოგვიანებით წყვილმა ბავშვის სქესი გაასაჯაროვა. მათ ვაჟი შეეძინებათ. ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ „მხოლოდ ქართულის“ ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მონაწილეობას მიიღებს. წყვილმა შვილის სახელიც გაამხილა. „ბავშვს სახელი დიდი ხნის წინ შევურჩიეთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მას მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით მას დავარქმევთ ჯერის, არაქართული სახელია და მე ძალიან მომწონს“, – განაცხადა ანი ბებიამ.

ყველა ახალი ამბავი
0