მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ეკოლოგიური და ფუტურისტული: ბილ გეითსმა პირველი იახტა შეიძინა

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიბილ გეითსი
ბილ გეითსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერის პირველი იახტა წყალბადის საწვავზე მუშაობს და მისი ფასი 644 მილიონი დოლარია.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა ეკოლოგიურად სუფთა იახტა შეიძინა, რომლის სახელიცაა Sinot Aqua, იტყობინება Mashable.

გავრცელებული ინფორმაციით, იახტა წყალბადის საწვავზე მუშაობს და მისი ფასი 644 მილიონი დოლარია.

იახტას აქვს ფუატურისტული დიზაინი, რომელიც ნიდერლანდურმა კომპანიამ შეიმუშავა. ის პირველად შარშან მონაკოში გამართულ შოუზე წარმოადგინეს.

ხუთგემბანიანი იახტა სიგრძეში 112 მეტრს აღწევს. ის გათვლილია 14 მგზავრსა და ეკიპაჟის 31 წევრზე. Sinot Aqua აღჭურვილია საცურაო აუზით, ასაფრენი მოედნით, სპა-სალონითა და სავარჯიშო დარბაზით.

თხევადი წყალბადი, რომლის წყალობითაც იახტა საათში 32 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს და საწვავით გამართვის გარეშე 3750 კილომეტრს გადის, ინახება გემბანის ქვეშ ორ 28-ტონიან რეზერვუარში, რომლებსაც ვაკუუმური იზოლაცია აქვთ.

-253 გრადუსამდე (ცელსიუსით) გაცივებული წყალბადი ჟანგბადთან ურთიერთობისას ერთი მეგავატის სიმძლავრის ენერგიას წარმოქმნის ორი ძრავისთვის. ერთადერთი, რასაც იახტა გამოყოფს წვის შედეგად — წყალია.  

აღსანიშნავია, რომ Sinot Aqua პირველი იახტაა, რომელიც 64 წლის მილიარდელმა შეიძინა. მანამდე ბილ გეითსი მათ ქირაობდა ხოლმე.  

ყველა ახალი ამბავი
0