ზურა მხეიძე: ჩვენი ფიქრები გვმართავენ ჩვენ
„რასაც არასწორად ვაკეთებთ, ეს არის ჩვენი მხრიდან მიწოდებული ფიქსაცია ჩვენ თავთან – „შენგან არაფერი გამოვა“. ისიც თავისდაუნებურად გეთანხმებათ, რომ „მისგან არაფერი გამოვა“. თქვენივე ფიქრები განსაზღვრავს თქვენივე ქმედებებს. ნებისმიერი თქვენი ფიქრი, თქვენივე კომუნიკაცია თქვენ თავთან არის ბრძანება ტვინზე. ამის ძალიან კარგი მაგალითია, როდესაც მე ავარიაში მოვყევი. სანამ ბათუმში ჩავიდოდი, 20 წუთით ადრე გავიფიქრე, უკვე ჩავედი-მეთქი. ეს იყო ბოლო ფიქრი. როგორც კი გავიფიქრე, ტვინმა შეწყვიტა მუშაობა. იმის კონტროლი, თუ რა ბრძანება მისცე ტვინს, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ზურა მხეიძემ.
ფსიქოლოგის განმარტებით, ადამიანის ფიქრი არის დამოკიდებულება გარემოსთან და ასევე გარემოც ანალოგიურად განეწყობა მის მიმართ.