
თოვლიანი ბათუმის ნახვა არც თუ ხშირადაა შესაძლებელი

ყინვა, სიცივე და თოვლი ბათუმელებისათვის მოულოდნელი იყო

ხეები, გზები, პალმები, ბულვარი - ყველაფერი თეთრად შეიმოსა

თუმცა თოვლიანი ზამთარი ხელს არ უშლის არც პორტის მუშაობას და არც მეთევზეებს

ზამთარში ბათუმის სავიზიტო ბარათები და ღირსშესანიშნაობნები განსხვავებულად გამოიყურებიან

ქალაქის ზამთრის პეიზაჟები ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ პოპულარულია

ყველაზე მეტად თოვლი, რა თქმა უნდა, ბავშვებს უხარიათ: როგორც იქცა, შესაძლებელია თოვლის ბაბუის გაკეთება, გუნდაობა და ციგაობა

ბათუმელები და ქალაქის სტუმრები თოვლიან ფონზე ფოტოებს სამახსოვრო იღებენ

თომცა თოვლი, სილამაზის მიუხედავად, სრიალა და საშიშია, ამიტომ ქალაქის ცენტრში აქტიურად მუშაობს სპეცტექნიკა

თოლიების გადაფრენა ზღვაზე განსაკუთრენბულად ლამაზად გამოიყურება

დიდთოვლობისა და ყინვის გამო აჭარის მაღალმთიან რეგიონებში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა

უამინდობამ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებიც შექმნა. მაგალითად, დაახლოებით 40 ოჯახი აგარაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

თოვლის სიმაღლემ ნახევარ მეტრამდე მიაღწია. მიუხედავად ამისა, ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებები, მათ შორის კაფეები და რესტორნები შეუფერხებლად მუშაობენ

ახალგაზრდები სანაპიროზე გუნდაობენ

დათოვლილი გემები მისტიურ ფილმებს მოგაგონებთ

ბათუმის ფლორას და ფაუნას ალბათ ძალიან გაუჭირდება უჩვეულო ყინვის გადატანა

სინოპტიკოსების თქმით, მომდევნო დღეებში ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

ტემპერატურა კი ღამით -5 გრადუსი იქნება, დღისით კი +7 გრადუსი