მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სომხეთში საკონსტიტუციო ცვლილების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება

© photo : press office of the President of RAპრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერ მინისტრად დანიშვნის შესახებ (2019 წლის 14 იანვარი). ერევანი
პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერ მინისტრად დანიშვნის შესახებ (2019 წლის 14 იანვარი). ერევანი
 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ სომხეთის მოქალაქეებს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

„რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაინიშნოს 2020 წლის 5 აპრილს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში. 

სომხეთის პარლამენტმა 6 თებერვლის რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღო რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხზე.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სომხეთს ეწვევა

ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს 2015 წლის საკონსტიტუციო რეფორმამდე დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას. ეს ცვლილება არ ეხება სასამართლოს ცხრიდან მხოლოდ ორ მოსამართლეს - ვაგა გრიგორიანსა და არმენ დილანიანს. დანარჩენი შვიდი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა ძირითადი კანონის 1995 და 2005 წლების რედაქციის დებულებების შესაბამისად.

რეფერენდუმი ჩატარებულად და კონსტიტუცია შეცვლილად ჩაითვლება, თუ მას რეფერენდუმის მონაწილეთა ნახევარი, მაგრამ რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების მქონე მოქალაქეთა არანაკლებ 1/4  დაუჭერს მხარს.

2018 წლის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სომხეთის 2 593 140 მოქალაქეს. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მათ მხარი, სულ მცირე, 648 285-მა ადამიანმა უნდა დაუჭიროს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლო ფაშინიანმა, თავის მხრივ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ სომხეთის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისა და რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0