თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ამერიკელი მსახიობი ბილი პორტერი „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე კაბითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გამოცხადდა.
New York Times-ის ცნობით, მსახიობის დიზაინერულ კაბაზე კენსინგტონის სასახლის არქიტექტურა იყო ასახული.
Billy Porter at the 2020 #Oscars 🧡 pic.twitter.com/H4uLz4aa5G
— MEFeater Magazine (@mefeater) February 9, 2020
ბილი პორტერი ცნობილია ისეთ სერიალებში შესრულებული როლებით, როგორებიცაა „საშინელებათა ამერიკული ისტორია“, „პოზა“ და „კანონი და წესრიგი“.
აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ გადაცემის 92-ე ცერემონია კვირას გაიმართა ლოს-ანჯელესში. წლის საუკეთესო ფილმი გახდა სამხრეთკორეელი რეჟისორის პონ ჩჟუნ ჰოს სურათი „პარაზიტები“, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ ხოაკინ ფენიქსმა გაიმარჯვა ფილმ „ჯოკერში“ შესრულებული როლისთვის.