„მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი...“ – მარიკო სადრაძე მიმართვას ავრცელებს

© Pixabay / Cimabueბავშვი
ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანიტა ფაცაცია, რომელიც ინდოეთში გულის ტრანსპლანტაციაზე სამკურნალო კურსს გადიოდა, რამდენიმე დღის წინ სამშობლოში გადმოასვენეს და 7 თებერვალს დაკრძალეს.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სიმსივნით გარდაცვლილი ორი წლის ანიტა ფაცაციას დედა მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველ საჯარო პოსტს ავრცელებს.

სტრესის დროს ხატვა დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო
მამა სევერიანემ პატარა ანიტა დახატა – ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

ქალი ბოდიშს უხდის გულშემატკივრებს, რომ ანიტამ დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

„გამარჯობა, მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა. დავმარცხდით ამ ბრძოლაში მე და ანიტა. იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი მასაც არ უნდოდა წასვლა. ბოლო წუთამდე მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ და ჩემთან უნდა. მე ვგრძნობ, რომ ანიტა აქ არის. მუდმივად ჩემ გვერდითაა. ჩემზე წერთ ძლიერიაო, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ძალა თქვენ მაპოვნინეთ. თქვენ დამაჯერეთ, რომ ჩემი გოგო განსაკუთრებულია და მეც ვალდებული ვარ ვიყო ღირსეული დედა მისთვის, ვიყო ისეთი, როგორსაც ჩვენი ანიტა იმსახურებს. მინდა მისი დაწყებული კეთილი საქმეები გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ. ის ძალიან კეთილია. არ უნდოდა სხვა ბავშვის გული, არ წაიღო ჩემმა კეთილმა ადამიანმა. დედამისი ნატრობდა მის გადასარჩენად სხვის გულს, მაგრამ ანიტამ არ გააკეთა ეს. თავისი ნამცეცა გული აირჩია და ისე წავიდა“, - წერს მარიკო ანიტასთვის შექმნილ სპეციალურ ჯგუფში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ჯიპი მიკროავტობუსს დაეჯახა: დაშავებულთა შორის ექვსი წლის ბავშვია

ანიტა ფაცაცია, რომელიც ინდოეთში გულის ტრანსპლანტაციაზე სამკურნალო კურსს გადიოდა, რამდენიმე დღის წინ სამშობლოში გადმოასვენეს და 7 თებერვალს დაკრძალეს. ორი წლის ანიტას გულზე უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია ჰქონდა. პატარას ინდოეთში ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ბოლო დღეებში მდგომარეობა გართულდა. სოციალურ ქსელში პატარა ანიტას დასახმარებლად შექმნილ ჯგუფში ერთ-ერთი წევრი ნათია გოდერძიშვილი წერდა, რომ ანიტას მდგომარეობა დამძიმდა და გულშემატკივრებს პატარა ანიტასთვის ლოცვისკენ მოუწოდებდა.

ორი წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში რამდენიმე კვირის წინ გადაიყვანეს. ინდოეთში ყველაზე მეტი შანსი იყო, რომ პატარას გულის დონორი ეპოვა. მას მერე, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0