როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 12 თებერვალს

გამოწერა
შედარებით ცივი ამინდი შენარჩუნდება დედაქალაქში ოთხშაბათსაც - ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს ოთხი გრადუსი, ხოლო დღისით - პლუს ხუთი.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ოთხშაბათს, 12 თებერვალს უპირატესად ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს ოთხ გრადუსამდე შემცირდება, დღისით კი ხუთ გრადუსამდე დათბება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:01 საათზე ამოვა და 18:29 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0