თბილისში 16 წლის მორაგბე გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGERონკოლოგიური საავადმყოფო
ონკოლოგიური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ 26 იანვარს საფრანგეთში მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა ფრანგული კლუბ Graulhetois-ს მოთამაშე, 28 წლის ბექა ბურდიაშვილი.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თბილისში კლუბ "აკადემიის" 16 წლის მორაგბე ზურა ბურჯანაძე დღეს გარდაიცვალა, ნათქვამია „ქართული რაგბის" Facebook-გვერდზე.

„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ მოზარდი სიმსივნეს ებრძოდა.

კლუბი „აკადემია" თბილისის სამხატვრო აკადემიის ბაზაზე 1983 წელს დაარსდა. 2003 წელს „სტუდენტები" საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდნენ, შემდეგ კი, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში – 2004, 2005 წლებში „ვერცხლი" მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ახლახან, 26 იანვარს საფრანგეთში მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა ფრანგული კლუბ Graulhetois-ს მოთამაშე, 28 წლის ბექა ბურდიაშვილი. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავარია მაშინ მოხდა, როდესაც სპორტსმენი კლუბ Lavaur-თან მორიგ თამაშზე მიემგზავრებოდა. მან ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0