თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მთელ რიგ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-60-ე კმ. (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, თოვის და ლიპყინულის გამო, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 1-17.5-ე კმ. მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული გზის 1-5-ე კმ (შუხუთი-აცანა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ვითარება გზებზე: საქართველოს მასშტაბით უამინდობის გამო აკრძალვები დაწესდა >>
ასევე, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის სხვადასხვა გზაზე ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო აკრძალვები გუშინაც დაწესდა და ეს შეზღუდვები ამ დრომდე ძალაში რჩება.