თბილისის მეტროში შეფერხებაა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტროში
თბილისის მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიის განცხადებით, ადგილზე შესაბამისი ჯგუფი მუშაობს და  საბურთალოს ხაზი მგზავრთა მიღებას რამდენიმე წუთში შეძლებს

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რამდენიმე წუთია, მატარებელი ვაგზლის მოედანზეა გაჩერებული და მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით,  შეფერხება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.

კომპანიის განცხადებით, ადგილზე შესაბამისი ჯგუფი მუშაობს და მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრთა მიღებას რამდენიმე წუთში შეძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0