ეკა ბესელია: ფარხმალდაყრილი საკუთარ თავს ვერ შევეგუები

გამოწერა
ეკა ბესელია საუბრობს თავის განვლილ გზაზე, ცხოვრებაზე და საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებებზე. ამბობს, რომ გზაზე უნდა გაუფრთხილდე იმ საზოგადოებას, რომლის ნაწილიც ხარ.
ეკა ბესელია: ფარხმალდაყრილი საკუთარ თავს ვერ შევეგუები
„როცა საჯარო ცხოვრებით ცხოვრობ და განსაკუთრებით კი პოლიტიკოსისთვის, იცით, როგორი ამპლიტუდებია? კარდიოგრამას რომ იღებ და ხაზები რომ ადის-ჩადის, ასეთია პოლიტიკოსის ცხოვრება, განსაკუთრებით საქართველოში. იმედგაცრუების უფლებას საკუთარ თავს არ ვაძლევ, რომ გითხრათ, რომ ეს ადვილია, ასე არ არის. არ ვიქნები მართლა,  რომ გითხრათ, სულ ერთ ტონუსში ვარ და სულ ერთ ტემპს ვინარჩუნებ მეთქი. მე შეიძლება ემოციურობა ხშირად არ მეტყობა, მაგრამ სულ ემოციებზე ვარ აწყობილი. უბრალოდ დიდ ენერგიას ვხარჯავ საიმისოდ, რომ ეს ემოციები დარჩეს და ნაკლებად საგრძნობი იყოს. არც რობოტად ქცეული ადამიანი მომწონს, რომელიც საკუთარ თავს ცივად აკონტროლებს და ვერ გრძნობს, რას განიცდის“- ამბობს ეკა ბესელია.

იურისტი და პოლიტიკოსი ეკა ბესელია: „მქონია ისეთი მომენტები, როცა ჩემთვის ემოციურად მძიმე იყო რაიმეს აღქმა, ეს მაშინ როცა საქმე ოჯახის წევრებს ეხება. ასეთ დროს შეუძლებელია ზე-ემოციური არ იყო. ბევრი ქარტეხილი მაქვს გავლილი. იმდენი, რომ ათ ქალს ეყოფა. ეს გაძლიერებს, გზრდის და გამყარებს“.  

 

ყველა ახალი ამბავი
0