თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ხარაგაულში, მდინარისაგან დამცავი კედელი ჩამოშალა და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გახდა ის, რომ ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან მდინარე ჩხერიმელამ დამცავი კედელი ჩამოშალა და ელექტროენერგიის გადამცემ ორ საყრდენს ძირი გამოუთხარა.
მომხდარის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ დაბა ხარაგაულში რიყისა და რკინიგზის უბნების, სოფელ ჩხერის, ჯაფაროულისა და ბაზალეთის რკინიგზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.
ამ დროისათვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით სამუშაოებს აწარმოებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობას ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღუდგება.