წოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშებაში ქართველებმა ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს

გამოწერა
იაგო გორგოძე (+107კგ) და აკაკი ჯინჭარაძე (-107კგ) ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ, ხოლო გიორგი ლაცაბიძემ და აჰმად რაზმაზარმა (+107კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. წოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშებიდან ქართველი პარასპორტსმენები ოთხი მედლით ბრუნდებიან, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტში.

მარიამ ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების ჩოგბურთელმა ქალებმა ფედერაციის თასის პირველ ჯგუფში საგზური მოიპოვეს

ქართველებმა ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

იაგო გორგოძე (+107კგ) წონით კატეგორიაში ვერცხლის მფლობელი გახდა. გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ) წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აკაკი ჯინჭარაძემ (-107კგ) წონით კატეგორიაში იასპარეზა და ვერცხლი აიღო. აჰმად რაზმაზარი (88კგ) წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

ნიგერიის მსოფლიო თასის გათამაშება, ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების წინა სალიცენზიო ტურნირია.

ყველა ახალი ამბავი
0