მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საშიში ეგზორციზმი: აზერბაიჯანში „ეშმაკთან მებრძოლებს“ 60 წლით პატიმრობა მიესაჯა

CC0 / Pixabay / ხელის სილუეტი
ხელის სილუეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მკურნალი-ეგზორცისტები“ მკურნალობისას ბროწეულის ხის წნელებს იყენებდნენ, რომლებითაც ავადმყოფისგან „ეშმაკს დევნიდნენ“

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ბაქოში დასრულდა „ეშმაკების განდევნის“ დროს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმის სასამართლო მოსმენა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

მკვლელობა ორი წლის წინ, 2018 წლის შემოდგომაზე მოხდა.

ქალაქ შაბრანის მცხოვრების, 25 წლის მურად სოლთანოვის მკვლელობის საქმეში ექვსი ადამიანი ფიგურირებდა. ხუთივე ბრალდებულს 9,5 წლით პატიმრობა შეეფარდა, მეექვსეს კი -10 წლით.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის  მოქალაქეები დააკავეს

ბრალდებულებმა ახალგაზრდა მამაკაცი ეშმაკის განდევნის მეთოდით მკურნალობის პროცედურის შედეგად მოკლეს. პოლიციამ დაადგინა, რომ ჯგუფი სხვადასხვა დაავადებებს ხალხური მეთოდებით მკურნალობდა. ერთ-ერთი სამკურნალო პრაქტიკა ითვალისწინებდა ეშმაკების განდევნას - ბროწეულის ხის წნელებით გაროზგვას.

გარდაცვლილმა სოლთანოვმა მხოლოდ ერთი ასეთი პროცედურა გადაიტანა. მეორის დროს, როდესაც ექვსი ზრდასრული მამაკაცი „პაციენტს“ მთელი 40 წუთის განმავლობაში როზგავდა, მან ვერ გაუძლო მკაცრ „მკურნალობას“ და გარდაიცვალა.

„მკურნალი-ეგზორცისტების“ ბანდის წევრები ეჭვმიტანილების სახით დააკავეს და მათ ჩვენების მიცემისას საკუთარი დანაშაული აღიარეს.

ყველა ახალი ამბავი
0