ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 37 წლის მამაკაცი აჭარაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0