თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სულ მცირე 200 ადამიანი დაინფიცირდა ნოროვირუსით კაზინოში აშშ-ის ქალაქ ლეიკ-ჩარლზში (ლუიზიანას შტატი), იუწყება РИА Новости ადგილობრივ ტელეარხ WVUE-ზე დაყრდნობით.
საუბარია გასულ კვირაში კაზინო L'Auberge-ში მომხდარ ნოროვირუსის აფეთქებაზე.
შტატის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ლეისი კავანომ განაცხადა, რომ ვირუსი ძალიან გადამდებია. „ამ მომენტისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დაიწყო ეს, რადგან ახლა საზოგადოებაში ვირუსის გადადებას ვაკვირდებით“, - აღნიშნა მან.
ნოროვირუსი იწვევს მწვავე ნაწლავურ ინფექციას, რომელსაც ზოგჯერ ნაწლავურ ან კუჭის გრიპს უწოდებენ.