სამხედრო ფორმის მოპარვისა და გაყიდვისთვის დაკავებულია სერჟანტი

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ქმედების შედეგად სამინისტროს 9882 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. 

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სამხედრო პოლიციამ დააკავა სამხედრო პირი, რომელიც უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით ითვისებდა  თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელებსა და ფორმებს და ყიდდა მათ, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროს ქონების მითვისების ბრალდებით ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ქმედების შედეგად სამინისტროს 9882 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. 

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სანივთე ქონება სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღო, მათ შორის თბილისში მდებარე ე.წ. „ნავთლუღის ბაზრის“ სავაჭრო ობიექტებიდან“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

დაკავებულ პ.გ.-ს, რომელიც საწყობში ქონების მოვლა-შენახვასა სწორ აღრიცხვა-გაცემაზე იყო პასუხისმგებელი, ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით წარედგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0