ნიკა ტაბატაძეს საქართველოში წლების წინ ყველა იცნობდა. იგი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი იყო. 2001 წელს ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი გახდა. საკუთარი წილი 2004 წელს დათმო, როდესაც „რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ამ პოსტიდან 2006 წელს გაათავისუფლეს, შემდეგ კერძო ბიზნესში წავიდა.
ნიკა ტაბატაძე წლებია ამერიკაში, ნიუ-იორკში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე მაკა ძაძამია და ორი შვილი – გიორგი და ჯონ ტაბატაძეები. აქტიურად მიჰყვება სპორტულ ცხოვრებას.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ნიკა ტაბატაძის და ჟურნალისტ ნინო ქაჯაიას წყვილი. ნინო ქაჯაია იმ თაობის ჟურნალისტია, რომლებიც დღემდე არ ავიწყდება საზოგადოებას.
ნინოსა და ნიკა ტაბატაძის წყვილი წლების წინ განსაკუთრებულად პოპულარული იყო, თუმცა ისინი დაშორდნენ და ნიკამ ცალკე ოჯახი შექმნა. ნინო არ გათხოვდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ შეეძინა ულამაზესი გოგონა თაია ქაჯაია, რომელიც უკვე 13 წლისაა.

